საქველმოქმედო აქციები

1 ivnisi 2016

„ჯინო ფერედაისმა“ დღეს ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო აქციას უმასპინძლა

დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ პატარა მუსიკოსებს და “ჯინოს” ადმინისტრაციას. “იავნანამ” ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის მუსიკოსებს – ანა ჭანიას და გიორგი ვართანოვს!

დაწვრილებით

2 maisi 2016

სტომატოგიური კლინიკა “ვაით დენტისა” და “იავნანას” ერთობლივი აქცია

2016 წლის 2 მაისიდან სტომატოგიური კლინიკა “ვაით დენტისა” და “იავნანას ერთობლივი საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შპს “ვაით დენტი” თითოეული პაციენტიდან შემოსული თანხის ნაწილს ჩარიცხავს საქველმოქმედო ფონდში.

დაწვრილებით

ფონდი “იავნანა” და ციფრული სააგენტო Leavingstone

ფონდი “იავნანა”, ციფრული სააგენტო Leavingstone და კინოთეატრი “ამირანი” ხვალ ერთობლივ საშობაო საქველმოქმედო აქციას გამართავენ. 

დაწვრილებით

აქცია „გახდი ქველმოქმედი ახალ ნათებასთან ერთად!“

1 აპრილიდან, ახალ ნათებაში იწყება აქცია „გახდი ქველმოქმედი ახალ ნათებასთან ერთად!“ აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებელი ავტომატურად ხდება საქველმოქმედო აქციის მონაწილე, რადგან მათ მიერ გადახდილი თანხის 5% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“.

დაწვრილებით

„სმარტის“ მომხმარებელთან ერთად ფონდი „იავნანა“ კიდევ მეტი სიკეთის კეთებას შეძლებს 

2015 წლის 1 თებერვლიდან სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა სალაროსთანვე ელექტრონულად დაამრგვალოს თანხა და შემოწირულობა გაიღოს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მზრუნველობის ქვეშ მყოფი

დაწვრილებით

დიდი მადლობა სადღესაწაულო ცენტრს „My Wonderland“

დიდი მადლობა სადღესაწაულო ცენტრს „My Wonderland“, მათ ‘იავნანას’ მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. ბავშვების გართობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, გაიმართა ლაზერშოუ, საპნის ბუშტების წვიმა, სპეცეფექტები, საინტერესო თამაშები.

დაწვრილებით

ფონდ “იავნანას” და “საქართველოს ლატარიის კომპანიის” საქველმოქმედო აქცია

სოციალური პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე 23 ოჯახი მიიღებს სხვადასხვა სახის დახმარებას, 100-ზე მეტ ბავშვს საჩუქრად გადაეცემა საოცნებო ნივთი. ამ ოჯახებმა თავიანთი ნატვრების შესახებ “იავნანას” მიწერეს, ფონდის ვებ-გვერზე გამოქვეყნებულ მათ წერილებს კი “საქართველოს ლატარიის კომპანია” გამოეხმაურა.

დაწვრილებით

28 მარტი – 28 აპრილი 2014

ახალგაზრდა მხატვრები მშობლების მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას აწყობენ.  პროექტის ავტორი – გიორგი კუხალაშვილი, მხატვარი, ორგანიზაცია  “ხელოვნების ენის” თავმჯდომარე.

დაწვრილებით

სუპერმარკეტების ქსელი “ფუდმარტი” და “იოლი” იავნანას მხარდასაჭერად

სუპერმარკეტების ქსელი “ფუდმარტი” და “იოლი” შემოგვიერთდა და 51-ვე მაღაზიაში განათავსებენ საქველმოქმედო ყუთებს.    

დაწვრილებით

ჟურნალ “ბომონდისა” და “ართთაიმის” საქველმოქმედო აუქციონი

2013 წლის 4 დეკემბერს ჟურნალ “ბომონდისა” და კომპანია “ართთაიმის” ერთობლივი საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა ფონდ “იავნანას” მზრუნველობისქვეშ მყოფი ბავშვების დასახმარებლად. 

დაწვრილებით

Free WordPress Themes, Free Android Games