დიდი მადლობა სადღესაწაულო ცენტრს „My Wonderland“

დიდი მადლობა სადღესაწაულო ცენტრს „My Wonderland“, მათ ‘იავნანას’ მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. ბავშვების გართობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, გაიმართა ლაზერშოუ, საპნის ბუშტების წვიმა, სპეცეფექტები, საინტერესო თამაშები. მათ ასევე გადაეცემათ ცენტრის ნომინირებული წოდებები, სამახსოვრო საჩუქრები და ფოტოები.
ბავშვებსა და მოწვეულ სტუმრებს ცენტრი გაუმასპინძლდა უგემრიელესი კერძებით და სასმელებით, ასევე საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი.
ღონისძიებები გაიმართება პერმანენტულად, თვეში ერთხელ შეჭირვებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის.

Free WordPress Themes, Free Android Games