2013 წლის 4 დეკემბერს ჟურნალ “ბომონდისა” და კომპანია “ართთაიმის” ერთობლივი საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა ფონდ “იავნანას” მზრუნველობისქვეშ მყოფი ბავშვების დასახმარებლად. საქველმოქმედო აუქციონიდან შემოსული თანხა გადაერიცხა დღის ცენტრს “ია”, რომლის ბენეფიციარებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველი პატარები არიან. შემოსული თანხით დღის ცენტრში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა.





