ფონდი “იავნანა”, ციფრული სააგენტო Leavingstone და კინოთეატრი “ამირანი” ხვალ ერთობლივ საშობაო საქველმოქმედო აქციას გამართავენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ფონდიდან აცნობეს, ფონდ “იავნანას” მზუნველობის ქვეშ მყოფი სოციალურად დაუცველი 100 ბავშვი საბავშვო ანიმაცია “ფუტკარი მაიას” ჩვენებასდაესწრება.
კომპანიებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ეტაპობრივად, 300 ბავშვი შეძლებს კინოთეატრ “ამირანში” სასურველი ფილმის ნახვას.
აქციას დაესწრება ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სპექტაკლებში მონაწილეობს და ათ დეკემბერს საქართველოში ორი დღით დაბრუნდება.

