ფონდმა ” იავნანამ” საახალწლოდ ტრადიციულად თბილისში, ქარელში, სიღნაღში, გურჯაანში, ოზურგეთში, მარნეულში, წალენჯიხაში მცხოვრებ 18 ოჯახს დაურიგა საჩუქრები. სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა სახვადასხვა სახის დახმარება მიიღეს, მათ შორის საოჯახო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, ტკბილეული და აგრეთვე, ფინანსური გზავნილები.



