საქველმოქმედო აქციები

საახალწლო საჩუქრები მრავალშვილიან ოჯახებს

ფონდში გამოგზავნილი წერილების პასუხად „იავნანამ“ საშობაო ოცნებები აუხდინა პატარებს. სოციალურად დაუცველ ტაბატაძეების, ლაგვილავების და ხორგუაშვილების ოჯახს ნანატრი სათამაშოები, თოჯინები, საკვები პროდუქტი და ტკბილეული გადაეცათ. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ აბულაძეების უდედოდ დარჩენილ 6 არასრულწლოვან ბავშვს, რომელთაც მამა – შალვა აბულაძე ზრდის ფულადი დახმარება გაუწია ფონდმა.

დაწვრილებით

ფონდი „იავნანა“ მადლობას უხდის მუსიკოს თამუნა შენგელიას, რომელმაც საკუთარი დაბადების დღე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსს მიუძღვნა. 26 წლის მევიოლინეს ვატო მაღრაძეს რამდენიმე თვის წინ მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. თამუნა შენგელიამ სხვადასხვა თაობის ცნობილი შემსრულებლები გააერთიანა, საქველმოქმედო სალონური კონცერტი გამართა და მეგობრებთან ერთად ვატოს დაეხმარა. ვატო ამჟამად, გერმანიაში გადის მკურნალობის კურსს. მას

დაწვრილებით

Astra Park

Astra Park Tbilisi ასტრა პარკი-მა საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” მოზარდებს უმასპინძლა

1 ივნისს Astra Park Tbilisi ასტრა პარკი-მა საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” მოზარდებს უმასპინძლა, რომლებსაც საჩუქრად კარტინგით რბოლა და ვიდეო თამაშების მონეტები გადაეცათ.

დაწვრილებით

დედის დღეს ფონდმა „იავნანამ“ ტრადიციულად საქველმოქმედო აქციას უმასპინძლა

3 მარტს, დედის დღეს ფონდმა „იავნანამ“ ტრადიციულად საქველმოქმედო აქციას უმასპინძლა. სწავლის საფასური ნაწილობრივ დაუფინანსდა 23 სტუდენტს და ასევე დასახელდნენ ფონდის სახელობითი სტიპენდიანტები ხუთი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.

დაწვრილებით

ფონდი იავნანა ულოცავს სალომე კორკოტაშვილს მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებას

სალომე 1 მარტს უკვე მიემგზავრება ამერიკაში. გვიხარია რომ ფონდი ახერხებს მისთვის თანადგომის გაწევას, მანამდე კი SALIO სტუმრად “იავნანას” სალონში “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი”, სიმღერის პრემიერიდან 9 წლის შემდეგ.

დაწვრილებით

ფონდმა „იავნანამ“ საშობაო საქველმოქმედო აქცია გამართა

ტკბილეული და საკვები პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ფონდმა ასევე ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო ალილოს მსვლელობაში და შემოწირულობა გაიღო უპოვარი ადამიანებისთვის.

დაწვრილებით

ფონდმა “იავნანამ“ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სალონური კონცერტი გამართა

ფონდმა “იავნანამ“ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სალონური კონცერტი გამართა, მსმენელმა გაიცნო არაჩვეულებრივი მესაყვირე ორხევის მუსიკალური სასწავლებლიდან ელმირა აივაზიანი, მევიოლინე თამარ ტყაბლაძე,

დაწვრილებით

4 agvisto 2016

დღეს პაატა ბურჭულაძე და დიტო რაზმაძე საელჩოს ეწვივნენ

დღეს პაატა ბურჭულაძე და დიტო რაზმაძე საელჩოს ეწვივნენ და ელჩის მოადგილე ქორტნი ოსტრიანს შეხვდნენ.

დაწვრილებით

მგზავრები

ფონდმა „იავნანამ“ მორიგი საქველმოქმედო საღამო ამჯერად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა.

კონცერტიდან შემოსული თანხით სოციალურად დაუცველ ცხრაშვილიან ოჯახს ფონდმა სახლის გასაღები გადასცა.

დაწვრილებით

ფონდმა „იავნანამ“ „ჯინო ფერედაისთან“ ერთად საქველმოქმედო აქცია გამართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ფონდმა „იავნანამ“ „ჯინო ფერედაისთან“ ერთად გამართა საქველმოქმედო აქცია.

დაწვრილებით

Free WordPress Themes, Free Android Games