ფონდი „იავნანა“ სააღდგომო აქციისთვის წარმოგიდგენთ ამონარიდს იმ ათი ოჯახის ყოფიდან, ვინც თხოვნის წერილებით მომართეს ფონდს ბოლო თვეებში. ყველაზე ხშირად ეს თხოვნები კვლავ საკვებ პროდუქტებს ეხება. სოციალურ მუშაკებთან ერთად, ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია ის ოჯახები, ვისთვისაც თითოეული თქვენგანის დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უდიდეს მადლობას გიხდით ყველა ჩვენს მეგობარს და გულშემატკივარს ერთგულების, ნდობისა
21 სექტემბერს, პაატა ბურჭულაძის სალონში ფონდ “იავნანას” მხარდაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ესპანეთისა და ევროპის თეატრების სოლისტმა ილონა მატარაძემ და აღიარებულმა ბარიტონმა გოჩა აბულაძემ პუჩინის, ვერდისა და მოცარტის ნაწარმოებები შეასრულეს.
2019 წლის 23 აგვისტოს ფონდ “იავნანას” სალონში საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, 18 წლის აღიარებული ქართველი პიანისტის გიორგი გიგაშვილის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა.
ხელოვანთა გაერთიანებამ კონცეპტArt და ფონდმა„იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების ფესტივალი წარმოადგინა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატებმა, ახალგაზრდა და პატარა მუსიკოსებმა, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. ფესტივალი 31 მაისს გაიხსა და