ქველმოქმედება

403634725 699797538585355 8834547236255590759 N 768x576

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ფონდმა ” იავნანამ” საახალწლოდ ტრადიციულად თბილისში, ქარელში, სიღნაღში, გურჯაანში, ოზურგეთში, მარნეულში, წალენჯიხაში მცხოვრებ 18 ოჯახს დაურიგა საჩუქრები. სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა სახვადასხვა სახის დახმარება მიიღეს, მათ შორის საოჯახო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, ტკბილეული და აგრეთვე, ფინანსური გზავნილები.

Read More →
395047681 6815006981871468 3246983042262285838 N 768x452
356098035 653800173457409 8414168782121040754 N 768x768

დიდი მადლობა თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეებს გაწეული ქველმოქმედებისთვის!

საქველმოქმედო სპექტაკლით „ქეთო და კოტე“ შემოსული თანხა მათ ფონდ „იავნანასთან“ ერთად მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად მიმართეს. ხუთშვილიანი დედის, ქალბატონი დოდო ბექაურის ოჯახისათვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური ნივთები და ტკბილეული იქნა შეძენილი.

Read More →
331161968 579029210772132 9199840960037971371 N 768x576

„იავნანას“ საშობაო აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად!

დღეს „იავნანაში“  უსაყვარლესი ბავშვები გვეწვიენ, ბედნიერები ვართ, რომ  ფონდის მეგობრებთან ერთად შევძელით მათი საშობაო ოცნებების შესრულება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. დიდი მადლობა – მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, ნატო მეტონიძეს, ნიკოლოზ რაჭველს, ლიზა ბაგრატიონს და იმ ადამიანებს, ვინც პირველივე დღიდან გვერდით უდგანან „იავნანას“ და ამჯერადაც, მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში.

Read More →
329001272 575656611106474 9109974147798413910 N 1 768x895
279288293 776520899920096 6526561677503884289 N 768x575

ფონდ “იავნანას” და საქართველოში Yamahas წარმომადგენლობის საჩუქარი უკრაინელ ბავშვებს

ვლადი და კატერინა კორენები, ორი უნიჭიერესი ბავშვი ზაპოროჟიედან. ბებია, ბაბუა, უახლოესი ნათესავები და მეგობრების ნაწილი უკრაინაში დარჩათ და მშობლებთან ერთად ყოველ დილით შიშით იღვიძებენ, სანამ მათთვის ძვირფასი ადამიანების ამბავს შეიტყობენ. ფონდ “იავნანასთან” და კონცეპტArt-თან ერთად, გადავწყვიტეთ იმ უკრაინელ ბავშვებზე ვიზრუნოთ, ვისაც მუსიკა, ცეკვა და ზოგადად ხელოვნების რომელიმე მიმართულება აინტერესებთ. ამ დროისთვის 5 ასეთი ბავშვი გვყავს. […]

Read More →
270849702 10223161231492655 997425431394378858 N 1 768x768

ფონდის ერთგულმა მეგობარმა ნატო მეტონიძემ 8 წლის ირაკლი ნარსიას ოცნება აუხდინა და მას წალენჯიხაში წითელი პულტიანი მანქანა და ტანსაცმელები გაუგზავნა. ირაკლის ოჯახს ასევე გაეწია ფინანსური დახმარებაც.

Read More →
267725760 10223099979761400 7459184393839503294 N 768x768
270380711 10223161231172647 6644659317936287384 N 768x768

ხათუნა 4 არასრულწლოვანი შვილის დედაა. ბავშვები სახლის გარემონტებაზე და ორსართულიან საწოლებზე ოცნებობდნენ.  ფონდმა ოჯახს ასევე,  შეუძინა ყველა  საჭირო მასალა, შპალერი და ხელსაბანი. სახლის გარემონტებაში ბავშვებიც დიდი ხალისით ჩაერთვნენ და პავლე ბურჯანაძის, დავით მეცხოვრიშვილის და მარია ვართანიანის  თანამონაწილეობით მათ  საახალწლოდ ლამაზი სახლი, ორსართულიანი საწოლები და უამრავი ტკბილეული მიიღეს.

Read More →