თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ “იავნანასა” და ტელეკომპანიის “მზე” ორგანიზებით დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ “იავნანასა” და ტელეკომპანიის “მზე” ორგანიზებით დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
შვეიცარულმა ორგანიზაცია NEW ACCESS-მა, ფონდს საჩუქრად გამოუგზავნა კომპიუტერები, რომლებიც ბავშვთა სახლებს გადაეცა. ალექსის სიკორსკის შვილებმა საშა და მიშა სიკორსკებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საკუთარი სათამაშოები გამოუგზავნეს. საჩუქრები ურეხის, წალენჯიხის და ჩაქვის ბავშვთა სახლებს გადაეცათ.
2005 წლის 11 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდმა “იავნანამ” ვერდის “რეკვიემი” წარმოადგინა.
2005 წლის 17 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში “იავნანას” ეგიდით ნაჩვენები იქნა სპექტაკლი “დონ კარლოსი”.
2005 წლის 15 სექტემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოში იტალიის საელჩოსა და ელჩის ფაბრიციო რომანოს მხარდაჭერით
2005 წლის 11 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია არგოს მენეჯერის როზა იოსიფიდის მხარდაჭერით საბერძნეთის ქ. ათენისა და ქ. მურესიუს საზაფხულო ბანაკებში დასასვენებლად გაიგზავნა 80 უდედმამო და მშობლების მზრუნველობასმოკლებული ბავშვი.
2005 წლის 27 მაისს თბილისის ფილარმონიაში გაიმართა მრავალხმიანი სიმღერის საღამო. მონაწილეობდნენ: თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მარიამ როინიშვილი, ანსამბლები “თბილისი” და “ქართული ხმები”, ესტონური გუნდი “საკალა”.
2005 წლის 1 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ინიციატივით “იავნანას” მხარდასაჭერად ქალაქ ბერლინში საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
2005 წლის 20 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად საქართველოს სახალხო არტისტმა ვახტანგ კიკაბიძემ სოლო-კონცერტი გამართა.
2005 წლის 18 იანვარს საქართველოს სახალხო არტისტმა სოფიკო ჭიაურელმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ “იავნანას” საქმიანობის მხარდა საჭერად, შემოქმედებითი საღამო გამართა.