2005 წლის 1 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ინიციატივით “იავნანას” მხარდასაჭერად ქალაქ ბერლინში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილეობა მიიღეს პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ და დიზაინერმა თამარ ინგოროყვამ. შემოსული თანხით გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვთა სახლის სამრეცხაო კორპუსი გარემონტდა. კომპანია “სიმენსმა” კი აქციის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ბავშვთა სახლში სარეცხი მანქანები დაამონტაჟა.

