საკალა

მრავალხმიანი სიმღერის საღამო

2005 წლის 27 მაისს თბილისის ფილარმონიაში გაიმართა მრავალხმიანი სიმღერის საღამო. მონაწილეობდნენ: თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მარიამ როინიშვილი, ანსამბლები “თბილისი” და “ქართული ხმები”, ესტონური გუნდი “საკალა”. საღამოს უძღვებოდა მსახიობი გია ბურჯანაძე. შემოსული თანხით დაფინანსდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა 80 კაციანი ჯგუფის მოგზაურობა საბერძნეთის ქალაქებში. პროექტი განხორციელდა ქალაქ ათენის მერიის, საერთაშორისო ორგანიზაცია “არგოს” და მისი მენეჯერის როზა იოსიფიდის თანადგომით.

Free WordPress Themes, Free Android Games