2005 წლის 20 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად საქართველოს სახალხო არტისტმა ვახტანგ კიკაბიძემ სოლო-კონცერტი გამართა.
საღამოს დასასრულს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ჩვილბავშვთა რეანიმაციას მართვითი სუნთქვის აპარატი გადაეცა. ამჟამად, “იავნანას” აპარატით ერთდროულად 4 ახალშობილს მიეწოდება ჟანგბადი.


