მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

2005 წლის 11 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდმა “იავნანამ” ვერდის “რეკვიემი” წარმოადგინა. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდასაჭერად პროექტში მსოფლიო ბანთან პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა – მაყვალა ქასრაშვილმა, ნატო ჭყონიამ, დიდი თეატრის სოლისტმა ბადრი მაისურაძემ, თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა, ოპერის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა და გუნდმა. შემოსული თანხით “იავნანამ” ბინა შეუძინა დედა-შვილს ნინო და გიორგი ფრანგიშვილებს, რომლებიც უსახლკარობის გამო, წლების მანძილზე “მომავლის სახლში” ცხოვრობდნენ.

გენერალური სპონსორი – ზაზა სიორიძე

Free WordPress Themes, Free Android Games