30 წელი სცენაზე

30 წელი სცენაზე – პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.კონცერტში მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი ლეგენდარული იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით.
საქველმოქმედო კონცერტის დასასრულს 4 მრავალშვილიან ოჯახს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა. “ვითიბი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაზა სიორიძემ 6 შვილის დედას ლელა გეგეშიძეს შეუძინა საკუთარი სახლი. სიგუების მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა სააქციო საზოგადოება “მადნეულის” გენერალურმა დირექტორმა მანუჩარ ახალაიამ. მრავალშვილიან დედას ირინა კვაჭაძეს, თი-ბი-სი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის სახელით ბინის გასაღები “თი-ბი-სი” ჯგუფის პარტნიორი კომპანია “ჯი-არ-დი-სის” წარმომადგენელმა თამარ კირვალიძემ გადასცა. ფონდ “იავნანას” ერთგული მეგობრის გიორგი თავაძის მიერ შეძენილი ბინის გასაღები 6 შვილის დედას მარიკა მამაიაშვილს მაესტრო იური ტემირკანოვმა გადასცა.

Free WordPress Themes, Free Android Games