2008 წლის 5 ივნისს 2 კვირიანი დასვენების შემდეგ, ბრატისლავადან დაბრუნდნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. ჩვენი თანამემამულის ნოდარ გიორგაძის მიწვევით საქართველოს სხვადასხვა ბავშვთა სახლში მცხოვრებმა უდედმამო და მშობლების მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა უკვე მეოთხედ დაისვენეს ბეშენოვას ფეშენებელურ სარეაბილიტაციო ცენტრში. 2 ივნისს ანსამბლ “შვიდკაცასა” და სხვა სტუმრებთან ერთად ქალაქ რუჟომბეროკში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საღამოს დაესწრენ ქალაქის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა აკადემიის რექტორები. ქართველი ბავშვები ამ მოგზაურობისას სლოვაკეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დაუმეგობრდნენ, 40 კაციან ქართულ დელეგაციაში “კომაროვის”, “ი-ეს-ემისა” და “კავკასიის ბიზნეს სკოლის” წარჩინებული სტუდენტები.

