აქციაში მონაწილეობა თითოეულ მოქალაქეს შეეძლება და ყველაზე მცირე შემოწირულობაც კი გადამწყვეტი იქნება იმ ოჯახებისათვის, რომელთა შვილები უსახსრობისა და უსახლკარობის გამო, ბავშვთა სახლში იზრდებიან.პირველი შემოწირულობა 5000 ლარის ოდენობით აქციას შესწირეს დავით დოიაშვილმა, ნატო მეტონიძემ და ნიკა მემანიშვილმა. ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს თბილისის მერიასთან ერთად. 1000 ლარი ფონდს აგრეთვე შეწირა ცნობილმა ხმის რეჟისორმა გენა მამედოვმა.
აქციაში სამი კვირა სამი ოჯახის გადასარჩენად ჩაერთო ქ.თბილისის სავაგონო დეპო. პროფკავშირები წევრების მიერ შეგროვილი თანხა ფონდ “იავნანას” პროფკავშირების თავმჯდომარემ გია დაღელიშვილმა გადასცა

