2004 წლის ივლისში, ფონდ “იავნანას” ეგიდით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველი საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა. ვერდის “დონ კარლოსში” მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად მეფე ფილიპის არია ფონდ “იავნანას” დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. სპექტაკლის დასასრულს ფონდმა ცნობილი ქართველი მხატვრისგან ზურაბ წერეთლისგან 20 000 აშშ. დოლარის ოდენობით პირველი შემოწირულობა მიიღო. მხატვარმა სოტბის აუქციონზე გაყიდული ნამუშევრის “წმინდა გიორგის” თანხა მთლიანად “იავნანას” უსახსოვრა.


