დიდი მადლობა გიორგის ვიდეო გზავნილისთვის

ახალი თაობის მომღერლების კონცერტი ფონდ “იავნანას” სალონში

30 ივნისს ფონდ “იავნანას” სალონში ცნობილი საოპერო მომღერლის გოჩა დათუსანის სახლოსნოს ახალი თაობის მომღერლების კონცერტი გაიმართა. მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: ტატო ბახბახაშვილი (ტენორი) ზურაბ ავაგუმაშვილი (ბარიტონი) ვალერიან რობანიშვილი (ბარიტონი) ზურაბ კობიაშვილი (ბარიტონი) კონცერტმაისტერი – ეკა გოგოლიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების კონცერტმაისტერი. დოქტორანტი საკონცერტმაისტერო მიმართულებით

დაწვრილებით

ფონდ “იავნანას” სალონში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ელენე დარჩიას საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

კონცერტის დასასრულს “იავნანამ” ელენეს სიურპრიზი მოუწყო და გერმანიაში გასამგზავრებელი ავია ბილეთი გადასცა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ პატარა პიანისტს კლავისის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას! 9 ივლისს ქართველი ელენე დარჩია გერმანიის ქალაქ ფუსენში ფინალისტთა საზეიმო გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

დაწვრილებით

ფონდმა „იავნანამ“  სოციალურად დაუცველ ათ ოჯახს გაუწია დახმარება. ცხრა მათგანს 300 ლარი ჩაერიცხა, ხოლო მეათე მრავალშვილიან ოჯახს 400 ლარი. სააღდგომო აქციას ასევე შემოუერთდა „იავნანას“ ყველაზე ხანგრძლივი და ერთგული სამეგობრო ნატო მეტონიძის ხელმძღვანელობით, მათ დახმარება კვლავ სოციალურად დაუცველ ჩაბაიძეების ოჯახს გაუწიეს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქართველ ემიგრანტებს, ახალგაზრდა მეცნიერსა და პროფესორს თამარ

დაწვრილებით

სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გაუნაწილე შენზე გაჭირვებულს…

ფონდი „იავნანა“ სააღდგომო აქციისთვის წარმოგიდგენთ ამონარიდს იმ ათი ოჯახის ყოფიდან, ვინც თხოვნის წერილებით მომართეს ფონდს ბოლო თვეებში. ყველაზე ხშირად ეს თხოვნები კვლავ საკვებ პროდუქტებს ეხება. სოციალურ მუშაკებთან ერთად, ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია ის ოჯახები, ვისთვისაც თითოეული თქვენგანის დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უდიდეს მადლობას გიხდით ყველა ჩვენს მეგობარს და გულშემატკივარს ერთგულების, ნდობისა

დაწვრილებით

ფონდ “იავნანას” სახელობითი სტიპენდიანტები

2021 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლის ფონდ „იავნანას“ სახელობითი სტიპენდიანტი გახდა 5 უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტი. სტიპენდია განისაზღვრება 300 ლარით 6 თვის განმავლობაში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქრისტინე გიორგაძე; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მარიამ ხეცურიანი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მარიამ გოგოჩიშვილი; “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

დაწვრილებით

ხათუნა შარიქაძე არის მარტოხელა დედა. სოციალურად დაუცველი. მეუღლე გარდაეცვალა რამოდენიმე წლის წინ. ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი, არ არის დასაქმებული. ხათუნა შარიქაძე არის ონკოპაციენტი. სჭირდება საკვები პროდუქტებით დახმარება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. მრავალშვილიან ოჯახს   საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნივთები გადაეცა.

დაწვრილებით

3 შვილის დედა დედა ელეონორა გაგლოევა 1 თებერვალს  გარდაიცვალა. 2 არასრულწლოვან დებზე ზრუნავს სტუდენტი და ელენე კოტრიკაძე და ბებია. უმცროსი 3 წლის  მაშო გაგლოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ბავშვი არ არის უზრუნველყოფილი  ადეკვატური საკვებით, ასევე სეზონისა და ასაკისთვის შესაფერისი ტანსაცმლით, იგრძნობა საყოფაცხოვრებო ნივთების ნაკლებობა. მაშო გაგლოევას ბიოლოგიურ დედას, ელეონორა გაგლოევას

დაწვრილებით

ნიკა ბროლაძე არის მსოფლიო დონის წარმატებული ქართველი მოჭიდავე. არის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, თუმცა გასულ წელს მან მიიღო ხელის ტრავმა და საქართველოში ჩატარებული მკურნალობის კურსი არ აღმოჩნდა საკმარისი მისი საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის. ახალგაზრდა სპორტსმენს მიღებული აქვს მოწვევა შტუტგარდის სამედიცინო კლინიკიდან და აუცილებელია მისი გერმანიაში სასწრაფოდ გამგზავრება, რისი ფინანსური საშუალება ნიკა

დაწვრილებით

Free WordPress Themes, Free Android Games