3 შვილის დედა დედა ელეონორა გაგლოევა 1 თებერვალს  გარდაიცვალა. 2 არასრულწლოვან დებზე ზრუნავს სტუდენტი და ელენე კოტრიკაძე და ბებია. უმცროსი 3 წლის  მაშო გაგლოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ბავშვი არ არის უზრუნველყოფილი  ადეკვატური საკვებით, ასევე სეზონისა და ასაკისთვის შესაფერისი ტანსაცმლით, იგრძნობა საყოფაცხოვრებო ნივთების ნაკლებობა.
მაშო გაგლოევას ბიოლოგიურ დედას, ელეონორა გაგლოევას დაუდგინდა ონკოლოგიური დაავადება (მკერდის სიმსივნე), რაზეც მკურნალობის კურსს გადიოდა ონკოლოგიურ კლინიკაში, ჩაუტარდა ქიმიო-ჰომეოპათიური თერაპია, მინიჭებული ჰქონდა – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სტატუსი.

ოჯახს  საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნივთები გადაეცა.

Free WordPress Themes, Free Android Games