ნიკა ბროლაძე არის მსოფლიო დონის წარმატებული ქართველი მოჭიდავე. არის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, თუმცა გასულ წელს მან მიიღო ხელის ტრავმა და საქართველოში ჩატარებული მკურნალობის კურსი არ აღმოჩნდა საკმარისი მისი საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის. ახალგაზრდა სპორტსმენს მიღებული აქვს მოწვევა შტუტგარდის სამედიცინო კლინიკიდან და აუცილებელია მისი გერმანიაში სასწრაფოდ გამგზავრება, რისი ფინანსური საშუალება ნიკა ბროლაძის ოჯახს არ აქვს. ის არის ობოლი და ასევე, არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ცხოვრობს ქირით. აქედან გამომდინარე ფონდმა ”იავნანა” ანგარიშიდან გამოიყო თანხა ნიკა ბროლაძის ქ. შტუტგარტში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შესაძენად, რათა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ სრულყოფილად შეძლოს ტურნირებში მონაწილეობა.

