გურანდა მოლაშხია 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად წალენჯიხაში ცხოვრობს. ოჯახს ძალიან ესაჭიროებოდა სარეცხი მანქანა. ფონდმა „იავნანამ“  მრავალშვილიან ოჯახს შეუძინა და წალენჯიხაში გაუგზავნა სარეცხი მანქანა. შემოწირულობისთვის დიდ მადლობას ვუხდით გურამ გიგუაშვილს და მალხაზ კუპრეიშვილს.

დაწვრილებით

თინათინ ქოქაშვილი 2 პატარა გოგოს დედაა. საახალწლოდ 3 წლის მარის და 8 თვის ბარბარეს საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული, ტანსაცმელები და სათამაშოები მივუტანეთ. აქციაში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით შუქრი ბურჭულაძეს.

დაწვრილებით

წალენჯიხაში მარტოხელა დედისთვის, რომელიც 2 არასრულწლოვან შვილს ზრდის და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მეუღლე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, გაზის გამათბობელი შევუძინეთ. აქციაში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით გვანცა ცანავას.

დაწვრილებით

საახალწლოდ გველესიანების 5 შვილიან ოჯახსაც ვესტუმრეთ და საახალწლო საჩუქრებიც მივუტანეთ. და პატარა ევა პირველ თოვლის ბაბუასაც შეხვდა. ბავშვებსის ნატვრა ნაძვის ხე იყო და ფონდში ანონიმურად დატოვებული ნაძვის ხე და სათამაშოები გადავეცით. (შემომწირველმა მხოლოდ გვარი გაგვიმხილა ჩხაიძე. სახელის თქმა კი არ ისურვა). ასევე აქციაში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით ლია ბობოხიძეს.

დაწვრილებით

2021/22  წლის შემოდგომის  სემესტრის  სახელობითი სტიპენდიანტები  

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მარიამ თხინვალელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეთერ ბეკურაული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – დავით კუჭუხიძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – ეკატერინა მებაღიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – არჩილ ბერიძე

დაწვრილებით

ახალი თაობის უნიჭიერესი პიანისტების საფორტეპიანო კონცერტი “იავნანას” სალონში!

ფონდ “იავნანას” სალონში ახალგაზრდა პიანისტთა საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ ლიზი რაზმაძე, ქეთა ხოფერია, ლიზა ბუკია, ლიზი რაზმაძე, ნინი მარშანია.  მენტორი ნატო მაღალაშვილი.  შესრულდა შოპენის, ჰაიდნის, ლისტის ნაწარმოებები. ახალგაზრდა კომპოზიტორმა რეზი მარშანიამ ასევე  საკუთარი ნაწარმოებები შეასრულა .

დაწვრილებით

Free WordPress Themes, Free Android Games