ფონდმა “იავნანამ“ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სალონური კონცერტი გამართა, მსმენელმა გაიცნო არაჩვეულებრივი მესაყვირე ორხევის მუსიკალური სასწავლებლიდან ელმირა აივაზიანი, მევიოლინე თამარ ტყაბლაძე, რომელმაც სტოკჰოლმის საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია დაიმსახურა და 8 წლის პიანისტი ანა კალანდაძე – მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ზესტაფონის მუსიკალური სასწავლებლის მე-2 კლასის მოსწავლე. მას სწავლის დაფინანსების დადგენილება ბატონმა გურამ დოჩანაშვილმა გადასცა. საგამოფენო დარბაზში თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს – ლუკა იმნაძემ, თამთა დოლიძემ და ელინამიმინოშვილმა.
პატარა მუსიკოსებს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და გიორგი ცაგარელიც შეუერთდნენ.
საღამოს დასასრულს 27 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური და შვიდ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა “იავნანას” სახელობითი სტიპენდია. სტუდენტები ფონდის სახელით დააჯილდოვეს „იავნანას“ ერთგულმა მეგობრებმა, ქალბატონებმა და ბატონებმა: გურამ დოჩანაშვილმა, ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, მაყვალა გონაშვილმა, რეზო ადამიამ, ვაჟა აზარაშვილმა, ომარ ნაფეტვარიძემ, ნინო ნახუცრიშვილმა და სვიმონ ჯანგულაშვილმა.

