25 სექტემბერს აგვისტოს მოვლენების შედეგად დაობლებული ბავშვების დასახმარებლად მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლებმა ვერდის “რექვიემი” შეასრულეს. აქციაში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ ოლგა რომანკო-პრიმავერა (სოპრანო), ლუჩიანა დინტინო (მეცო-სოპრანო), რამონ ვარგასი (ტენორი)
პროექტის ორგანიზატორები – ფონდი “იავნანა”, “თი ბი სი” ფონდი, ელიტ-ელექტრონიქსი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია.


