სტომატოლოგიურმა კლინიკამ “დენტივერი XXI”, რომელიც 1989 წელს ბატონი ოთარ ბახტაძის ხელმძღვანელობით დაარსდა, გამოთქვა მზადყოფნა ფონდ “იავნანასთან” ერთობლივად, სამი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის გაეწია უფასო სტომატოლოგიური გამოკვლევები და მკურნალობა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში მკურნალობა ჩაუტარდება მომავლის სახლის, თბილისის #202 უსინათლო ბავშვთა სკოლა პანსიონისა და #203 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონის 104 აღსაზრდელს.

