პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორთან მიგელ გომეს-მარტინესთან და მომღერალ ოლგა რომანკოსთან ერთად 2008 წლის 26 სექტემბერს ქალაქ გორში ჩადის და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. ფონდ “იავნანას” სახელით დევნილებს გადაეცათ საყოფაცხოვრებო ნივთები, გორის მუნიციპალიტეტს კი გადასანაწილებლად გადაეცა 599 ცალი საძილე ტომარა და 642 ცალი ლეიბი.

