დღეს ფონდ “იავნანას” სტიპენდიანტმა პიანისტმა ელენე დარჩიამ კლავისის საერთაშორისო კონკურსის მომდევნო ეტაპისთვის ნაწარმოებები Lenorecords-ში ჩაწერა. მან მნიშვნელოვანი წარმატება აღნიშულ კონკურსზე უკვე მოიპოვა – 1 პრიზი (Modern era) და 3 პრიზი (Romantic era), წინ კიდევ ერთი შესარჩევი ტური და ფინალია, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
ელენე ბათუმში ცხოვრობს და 8 წლის იყო, როდესაც აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა ის ფონდს გააცნო და მისი განსაკუთრებული მონაცემების შესახებ უამბო. მას შემდეგ პატარა პიანისტი “იავნანას” რჩეული მუსიკოსია.


