ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები"

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად

2006 წლის 24 მაისს საქართველოს სახალხო არტისტის თენგიზ სუხიშვილის ინიციატივით ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად თბილისის ოპერის თეატრში ქართული ნაციონალური ბალეტის – “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართა. კონცერტი ტელეკომპანიის “მზე” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. საღამოს უძღვებოდნენ ჟურნალისტები: მარინა სალუქვაძე, ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია. შემოსული თანხით “იავნანამ” ბინა შეიძინა ჭუმბურიძეების ოჯახისთვის, დედ-მამას უკიდურესი გაჭირვებისა და უსახლკარობის გამო, 6 შვილი წყნეთის ბავშვთა სახლში ჰყავდათ მიბარებული. საღამოს დასასრულს 6 ბავშვი დაუბრუნდა ჭუმბურიძეების ოჯახს.

Free WordPress Themes, Free Android Games