2006 წლის 26 ივნისს პაატა ბურჭულაძის მოწვევით,”იავნანას” თბილისის ოპერის თეატრში სპექტაკლში “აიდა”, აიდას პარტია შეასრულა მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ მიშელ კრაიდერმა.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტმა ბადრი მაისურაძემ და “იავნანას” დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – დავით საყვარელიძე.
შემოსული თანხით “იავნანამ” ბინა შეუძინა ახალქალაქის ინვალიდ ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალ დაქორწინებულ წყვილს – ანა და გოჩა კუძიევებს. ცანავების 5 შვილიან ოჯახს საკუთარი სახლი, დედოფლისწყაროში გოდერძი ბუკიამ შეუძინა.
გენერალური სპონსორი -ანზორ ქოქოლაძე და კომპანია “ელიტ ელექტრონიქსი”


