საკუთარი დაბადების დღე, 1 ივნისი ქველმოქმედებას მიუძღვნა რადიომ “არ დაიდარდო” , რაც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ეს ტრადიცია ფონდ “იავნანას” გერმანელმა მეგობარმა დიტერ პაპემ დაამკვიდრა, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე მოწვეულ ყველა სტუმარს მიმართა თხოვნის წერილით, რომ საჩუქრის სანაცვლოდ გაეკეთებინათ შემოწირულობა და დახმარებოდნენ ქართველ ბავშვებს. ფონდი “იავნანა” მადლობას უხდის რადიო “არ დაიდარდოს”, რომლის ორგანიზებითაც , 1 ივნისს ” City Club” -ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. დიდი მადლობა საღამოს ყველა მონაწილეს, ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ სიკეთემ გაგვაერთიანა და ჩვენ ერთად შევძელით დავხმარებოდით 5 შვილიან ოჯახს. ქეთევან, ბარბარე, გვანცა, ლაზარე და ნინო მაისურაძეებს შემოსული თანხით 6 თვის მანძილზე ყოველთვიური დახმარება დაენიშნათ. “იავნანას” რჩეულნი ეს ბავშვები არამხოლოდ გაჭირვების, არამედ განსაკუთრებული ნიჭის გამო გახდნენ, რაშიც საღამოს ყველა მონაწილე დარწმუნდა.

