საქველმოქმედო კონცერტი "ქალაქური მელოდიები" ქუთაისში

საქველმოქმედო კონცერტი “ქალაქური მელოდიები” ქუთაისში

2 მაისს ფონდმა “იავნანამ” საქველმოქმედო კონცერტი “ქალაქური მელოდიები” ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, უფროსი თაობის “ქართული ხმები”.ფონდის აქციაში ამჯერად, ქუთაისელი მაყურებელი იღებდა მონაწილეობას. საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ 8 შვილიან დიდბარიძეების ოჯახს. მშობლებს უსახლკარობისა და მძიმე პირობების გამო, ბავშვთა სახლში ჰყავდათ შვილები მიბარებული. 2 მაისიდან ბავშვებს საკუთარი სახლი აქვთ და მათ აღარასოდეს მოუწევთ დედასთან განშორება. მრავალშვილიან ოჯახს ასევე საჩუქრად გადაეცა საყოფაცხოვრებო ნივთები. 6 წარჩინებულ სტუდენტს საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი.

საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდა ფონდის მეგობარი, სახელგანთქმული გალინა ვიშნევსკაია ქალიშვილ ოლგა როსტროპოვიჩთან ერთად.

პროექტის მასპინძელი  “იავნანას” აქტიური მხარდამჭერი, მეცენატი ბადრი კაკაბაძე.

Free WordPress Themes, Free Android Games