006 11 აგვისტოს “იავნანას” ეგიდითა და აჭარის ტელევიზიის თანადგომით, ბათუმის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამო 5 ტელეარხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მონაწილეობდნენ: ნანი ბრეგვაძე, სოფიკო ჭიაურელი, პაატა ბურჭულაძე, ეკა მამალაძე, ნიკუშა შენგელაია, ნინო არაზაშვილი, ნატალია კიკაბიძე, “ქართული ხმები”, აჩიკო ნიჟარაძე, ნატალია ქუთათელაძე, მარინა სალუქვაძე, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – დავით მუქერია. საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა მიქელაძეების მრავალშვილიან ოჯახს, მათ სამი შვილი დაიბრუნეს სალიბაურის ბავშვთა სახლიდან.
გენერალური სპონსორი – ანზორ ქოქოლაძე და კომპანია “ელიტ ელექტრონიქსი”



