ნარინჯისფერ სამაჯურების აქცია დაიწყო

13 დეკემბერს, მონსერატ კაბალიეს ვიზიტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე აქციის “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და “იავნანას” პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ მოაწერეს ხელი ერთობლივი პროექტის ხელშეკრულებას.

“იავნანას” მუდმივი მხარდამჭერი კომპანიის “ჯეოსელის” გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა ოსმან თურანმა 14 დეკემბრის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას “ჯეოსელისა” და “იავნანას” ახალი საქველმოქმედო ინიციატივა გააცნო.
“ჯეოსელის” ქსელის ნებისმიერ აბონენტს შეუძლია გახდეს ქველმოქმედი, ამისათვის საკმარისია დარეკოთ ან გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 30-30.

სმს-ის შემთხვევაში აბონენტი გზავნის სიტყვას “start”, რის შემდეგაც ნომერზე აქტიურდება subscription და იქვითება 1 ლარი. ყოველ 30-ე დღეს აბონენტს ავტომატურად დაექვითება 1 ლარი. 29-ე დღეს ნომრის მფლობელი მიიღებს საინფორმაციო sms -ს, რომელიც აუწყებს, რომ მეორე დღეს დაექვითება თანხა.
თუ აბონენტს აღარ სურს პროექტში მონაწილეობა, გაგზავნის სიტყვა “stop”-ს 30-30-ზე.

Free WordPress Themes, Free Android Games