გურამ საღარაძე, ფონდი იავნანა

საქართველოს სახალხო არტისტის გურამ საღარაძის შემოქმედებითი საღამო

2006 წლის 13 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში “იავნანას” ეგიდით საქართველოს სახალხო არტისტის გურამ საღარაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საქველმოქმედო საღამოს მთლიანი შემოსავალი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდა. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საღამოს დასასრულს, რუსთაველის თეატრის წინ ლეგენდარული მსახიობის გურამ საღარაძის ვარსკვლავი გაიხსნა. საღამო გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით. აქციის დასასრულს ბინის გასაღები გადაეცემა 6 შვილის დედას ქ-ნ ნანა ხატიაშვილს, რომელმაც 3 ბავშვი დაიბრუნა წყნეთის ბავშვთა სახლიდან.

Free WordPress Themes, Free Android Games