2007 წლის 10 იანვარს თელ-ავივში საქართველოსა და ისრაელის მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა შემსრულებლებმა გალა-კონცერტი გამართეს. კონცერტში მსოფლიო ბანთან პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ: ალექსანდრე კორსანტია, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკა მემანიშვილი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, მორის ჯანაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანსამბლი “ქართული ხმები” და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “შეჯიბრი”. საღამო ორ ენაზე მიმდინარეობდა და მას უძღვებოდა ჟურნალისტი ნინო აბესაძე. გალა-კონცერტი ტელეკომპანია “იმედისა” და ისრაელში მაუწყებელი ქართული ტელეარხის GTV-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. შემოსული თანხით “იავნანამ” ხუთშვილიანი ოჯახისათვის შეიძინა ბინა.
გენერალური სპონსორი – თემურ საპირი, მხარდამჭერი ანზორ ქოქოლაძე და -“ელიტ ელექტრონიქსი”.


