გუსტავ მალერის 150 წლის იუბილე

გუსტავ მალერის 150 წლის იუბილე

პაატა ბურჭულაძის მოწვევით, თბილისში იმყოფებოდა მსოფლიოში აღიარებული დირიჟორების – იუროვსკების დინასტიის შთამომავალი დიმიტრი იუროვსკი.

2010 წლის 30 ნოემბერს ფონდ “იავნანას”, თბილისში ავსტრიის საპატიო კონსულის ქალბატონ ევა ბერგერის, ავსტრიის საელჩოსა და ავიაკომპანია “აირზენას” ორგანიზებით, გაიმართა გუსტავ მალერის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი. შესრულდა მალერის # 5 სიმფონია.

პაატა ბურჭულაძე – დიმიტრი იუროვსკი მართალია ყველაზე ახალგაზრდაა აღიარებული დირიჟორების ოჯახში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას უკვე მთელი მსოფლიო იცნობს, ძალიან მიხარია, რომ ის დათანხმდა ჩვენს მოწვევას და 30 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს უდირიჟორა.

კონცერტის დასასრულს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბუთხუზ შარანგიას მიერ ფონდ “იავნანასათვის” გამოგზავნილი სავარძლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის გადაეცა ფონდ პირველი ნაბიჯის დამფუძნებელ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას.

გაწეული ქველმოქმედებისათვის “იავნანას” ოქროს რაშით დაჯილდოვდა დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი.

კონცერტს უმანსპინძლა თბილისი ართ-ჰოლმა.
დიმიტრი იუროვსკიმ რამდენიმე დღის წინ მონტე-კარლოს საოპერო თეატრში უდირიჟორა ევგენი ონეგინის პრემიერას, სადაც გრემინის პარტიას პაატა ბურჭულაძე ასრულებდა. პრემიერას მონაკოს პრინცი ალბერტი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
დიმიტრი იუროვსკი დირიჟორ ვლადიმერ და მიხაილ იუროვსკების შთამომავალია. მისი ძმა ვლადიმერ იუროვსკი ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორია.

Free WordPress Themes, Free Android Games