დიმიტრი ხვოროსტოვსკი თბილისში

დიმიტრი ხვოროსტოვსკი თბილისში

დიმიტრი ხვოროსტოვსკიმ 4 დეკემბერს ქართველი ბავშვებისთვის სრულიად უანგაროდ იმღერა!

მსოფლიოს წამყვანი თეატრების აღიარებულმა   ბარიტონმა დიმიტრი ხვოროსტოვსკიმ 4 დეკემბერს ფონდ “იავნანას” ეგიდით თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა სოპრანომ თამარ ივერმა და პაატა ბურჭულაძემ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს უდირიჟორა ზაზა აზმაიფარაშვილმა. დიმიტრი ხვოროსტოვსკი, რომელიც თავად 4 შვილის მამაა საქველმოქმედო კონცერტით მიტოვებულ ვაგონში მცხოვრებ 7 შვილიან ბახტურიძეების ოჯახს დაეხმარა.

კონცერტის დასასრულს “იავნანას” ოქროს რაში გაწეული ქველმოქმედებისათვის გადაეცათ დიმიტრი ხვოროსტოვკის და გაეროს სასურსათო პროგრამას, რომელიც სურსათით ამარაგებს იავნანას მრავალშვილიან ოჯახებს.

Free WordPress Themes, Free Android Games