ქველმოქმედება

ხათუნა შარიქაძე არის მარტოხელა დედა. სოციალურად დაუცველი. მეუღლე გარდაეცვალა რამოდენიმე წლის წინ. ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი, არ არის დასაქმებული. ხათუნა შარიქაძე არის ონკოპაციენტი. სჭირდება საკვები პროდუქტებით დახმარება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნივთები გადაეცა.
Read More →
3 შვილის დედა დედა ელეონორა გაგლოევა 1 თებერვალს გარდაიცვალა. 2 არასრულწლოვან დებზე ზრუნავს სტუდენტი და ელენე კოტრიკაძე და ბებია. უმცროსი 3 წლის მაშო გაგლოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ბავშვი არ არის უზრუნველყოფილი ადეკვატური საკვებით, ასევე სეზონისა და ასაკისთვის შესაფერისი ტანსაცმლით, იგრძნობა საყოფაცხოვრებო ნივთების ნაკლებობა. მაშო გაგლოევას ბიოლოგიურ დედას, ელეონორა გაგლოევას დაუდგინდა ონკოლოგიური დაავადება (მკერდის სიმსივნე), […]
Read More →
ნიკა ბროლაძე არის მსოფლიო დონის წარმატებული ქართველი მოჭიდავე. არის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, თუმცა გასულ წელს მან მიიღო ხელის ტრავმა და საქართველოში ჩატარებული მკურნალობის კურსი არ აღმოჩნდა საკმარისი მისი საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის. ახალგაზრდა სპორტსმენს მიღებული აქვს მოწვევა შტუტგარდის სამედიცინო კლინიკიდან და აუცილებელია მისი გერმანიაში სასწრაფოდ გამგზავრება, რისი ფინანსური საშუალება ნიკა ბროლაძის ოჯახს არ აქვს. ის […]
Read More →
მიქიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ტელევიზორი, ჰიგიენური ნითები და საკვები პროდუქტები გადაეცა
ვიქტორია მიქიაშვილი არის მარტოხელა დედა. ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ცხოვრობს ქირით, მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. ჰყავს 14, 6 და 2 წლის ბავშვები, ბავშვებს არ ჰქონდათ და გადაეცათ ტელევიზორი და ასევე ვაუჩერი საკვები პროდუქტების შესაძენად.
Read More →
ხათუნა ტატიშვილი. ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. მეუღლე მუშაობდა მძღოლად, თუმცა პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა და მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკმარისი არ არის. არ აქვთ საკუთარი სახლი, ცხოვრობენ ქირით. ამ ეტაპზე მათი მთავარი საზრუნავი ბავშვების სრულფასოვანი კვება და ბავშვების მამის დასაქმებაა.
Read More →
დიანა ხოფერია. ჰყავს 5 შვილი. 1-დან 8 წლამდე ბავშვები. ოჯახს ძალიან მცირე შემოსავალი გააჩნია, რაც ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას არ ჰყოფნის. ბავშვებს არ ჰქონდათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფონდმა მათ პირველადი საჭიროების ნივთები მიუტანა.
Read More →
ნინო ნადირაშვილი – ჰყავს 3 შვილი, ერთი 7 წლის და 10 თვის ტყუპები. ნინო არის შშმ. პირი, ოჯახი ცხოვრობს ქირით. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა და პენსია, უჭირთ საკვები პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების შეძენა ბავშვებისათვის. „იავნანამ“ მათ რამდენიმე თვის საკმარი პროდუქტი მიუტანა.
Read More →
დარეჯან იორდანიძე – მრავალშვილიანი დედა, ჰყავს 7 არასრულწოვანი ბავშვი. უმცროსი 10 თვის არის.. ოჯახი ცხოვრობს ქირით, რომლის თანხას ნაწილობრივ მუნიციპალური გამგეობა ფარავს. მათი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, ასევე სარგებლობენ უფასო სასადილოს მუნიციპალური პროგრამით. მიუხედავად ამისა, ოჯახის მატერიალური რესურსი არასაკმარისია ბავშვების საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის. ფონდმა მათ წინასწარ მოკვლეული საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცა.
Read More →
ნატო ტვილდიანი – ოჯახს 8 შვილიჰყავს, რომელთაგან 4 არასრულწოვანია და მათგან სამს ინსულინდამოკიდებული დიაბეტი განუვითარდა. ოჯახი სოცალურად დაუცველია და არცერთი წევრი არ არის დასაქმებული. ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის მიერ ნაქირავებ ბინაში, ესაჭიროებოდათ საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით დახმარება, რაც „იავნანამ“ ადგილზე მიუტანა.
Read More →
