ხათუნა 4 არასრულწლოვანი შვილის დედაა. ბავშვები სახლის გარემონტებაზე და ორსართულიან საწოლებზე ოცნებობდნენ. ფონდმა ოჯახს ასევე, შეუძინა ყველა საჭირო მასალა, შპალერი და ხელსაბანი. სახლის გარემონტებაში ბავშვებიც დიდი ხალისით ჩაერთვნენ და პავლე ბურჯანაძის, დავით მეცხოვრიშვილის და მარია ვართანიანის თანამონაწილეობით მათ საახალწლოდ ლამაზი სახლი, ორსართულიანი საწოლები და უამრავი ტკბილეული მიიღეს.

