26-27 თებერვალს ფონდმა “იავნანამ” და თბილისის მერიამ მარჯანიშვილის თეატრში ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. “ქალაქური მელოდიების” მთავარი ამბავი საღამოში მონაწილეობისთვის ლოს-ანჯელესიდან და გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოსული ორი ქართველი მსახიობის ლევან უჩანეიშვილისა და რეზო ჩხიკვიშვილის ერთღიან თბილისურ ვოიაჟს ასახავდა. თეატრალიზირებულ სანახაობაში ქართველ მსახიობთა და მომღერალთა მთელი თანავარსკვალვედი მონაწილეობდა: გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა, ბუბა კიკაბიძე, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკბერაძე. “ქალაქურმა მელოდიებმა” ის მომღერლებიც გააერთიანა, ვინც მსმენელისთვის მხოლოდ ხმით იყო ცნობილი და სცენაზე არასოდეს არავის ენახა მიშიკო შენგელია, ვანიკო მაჟავარიანი, გურამ კალანდაძე, ივიკო საყვარელიძე. სცენარის მიხედვით საღამოს დასასრულს ყველა მონაწილე ივიკო საყვარელიძის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მოწვეულ სტუმართა შორის ძველი და ახალი თაობის “ქართული ხმებიც” იყვნენ. ლეგენდარული ზაურ ბოლქვაძის, გია ჭირაქაძის, გურამ თამაზაშვილის და ანსამბლის სხვა წევრების გამოჩენამ მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაცია გამოიწვია. ამ საღამოზე პაატა ბურჭულაძეც უჩვეულო ამლუაში გამოდიოდა, მან გოგი ცაბაძის “ქუჩა, ქუჩა ალუბლებს” შეასრულა. “ქალაქური მელოდიების” დასასრულს ორ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები. “პოპულის” სუპერმარკეტებში განთავსებულ “იავნანას” ყულაბებში მოქალაქეთა შემოწირულობით ფონდმა შვიდშვილიან ოჯახს შეუძინა ბინა, რომლის გასაღებიც ბერიანიძეების “პოპულის” მარკეტინგის დირექტორმა გადასცა. საკუთარი ორსართულიანი სახლი ხეხილიანი ეზოთი გადაეცა ქალბატონ ქეთევან შაბალაიძეს. ექვთიმე, თინათინი და ნატო წყნეთის ბავშვთა სახლიდან დაუბრუნდნენ საკუთარ დედას. ეს ბინა “იავნანამ” კომპანია ბაგრატიონის მიერ ჩატარებული აქციის შედეგად შეიძინა. გასაღები შამპანური “ბაგრატიონის” სახელით შაბალაიძეების ოჯახს ქალბატონმა მედეა ჩახავამ გადასცა. პროექტის ავტორი თეონა ჯორბენაძე. რეჟისორები გია კიტია, ლევან წულაძე. მხატვარი დავით აფციაური. საქველმოქმედო სპექტაკლის დასასრულს საკუთარი ორსართულიანი სახლი ხეხილიანი ეზოთი გადაეცა ქეთევანს შაბალაიძეს, რომელმაც 3 შვილი ექვთიმე, თინათინ და ნატო წყნეთის ბავშვთა სახლიდან დაიბრუნა. ბინის გასაღებს კომპანია “ბაგრატიონის” სახელით გადასცა მსახიობმა მედეა ჩახავამ.

