გერმანიის, ქ. უბახ-პალენბერგში ფონდ “იავნანა”ს მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

9 მარტს გერმანიაში, ქ. უბახ-პალენბერგში ფონდ “იავნანა”ს მხარდასაჭერად, ქალაქის მერის პაულ შმიც-კროლის პატრონაჟით, საქველმოქმედო კონცერტი გამართა უბახ-პალენბერგის კამერული მუსიკის ანსამბლმა, რომელიც 1980 წლიდან მართავს საქველმოქმედო კონცერტებს და ეხმარება სოციალურად დაუცველ ხალხს მთელს მოფლიოში. ანსამბლის ხელმძღვანელია ჰერმან პაულ ჯოუკი, კონცერტმაისტერი გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი მარიკა ასათიანი, რომელმაც მეორედ მიიღო “იავნანას” აქციაში მონაწილეობა. კონცერტზე შესრულდა ბახის, მონის, სტამიცის, ტელემანის, პერგოლეზისა და კალდარას ნაწარმოებები. კონცერტის პარალელურად გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კიდევ უკეთ გაცნობის საშუალება მისცა. აქციით შემოსული თანხა ფონდ “იავნანას” მიერ შერჩეულ გურგულიანების ოჯახს მოხმარდება.
ტანია გურგულიანი 68 წლისაა, ჰყავს ინვალიდი მეუღლე და უდედმამოდ დარჩენილი სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი.

Free WordPress Themes, Free Android Games