პოეტების სამეფო-თბილისი ქართულ პოეზიაში

26 თებერვალს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”  კომპანია “მეტეხი ჯგუფისა” და თბილისის მერიის თანადგომით გაიმართა თბილისისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია. წიგნის სახელწოდებაა პოეტების სამეფო თბილისი ქართულ პოეზიაში, გამოცემაში შესულია თითქმის ყველა ავტორის საუკეთესო ლექსი თბილისზე  არჩილ მეფედან დღემდე და ცნობილი მხატვრების ცნობილი ილუსტრაციები. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ცნობილი ქართველი პოეტები და გამოცემაში შესულ ავტორთა მემკვიდრეები. პრეზენტაციის დასასრულს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 10 საუკეთესო სტუდენტი დაჯილდოვდა კომპიუტერით.

Free WordPress Themes, Free Android Games