2007 წლის 17 აპრილს ფონდ “იავნანასა” და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი ორგანიზებით დაიდგა სპექტაკლი “სესილია”, რომელიც ლეგენდარული მსახიობის სესილია თაყაიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. რეჟისორები: ლევან წულაძე და გია კიტია, სპექტაკლში მონაწილეობდა მარჯანიშვილის თეატრის მთელი დასი და ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობი ლევან უჩანეიშვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძის მოწვევით აქციის მხარდასაჭერად, რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში. შემოსული თანხით “იავნანამ” ბინა შეუძინა 5 შვილის დედას დოდო მარაქველიძეს.
გენერალური სპონსორი – ბადრი კაკაბაძე “მეტეხი ჯგუფი”, მხარდამჭერი ანზორ ქოქოლაძე და “ელიტ ელექტრონიქსი”


