გალა კონცერტი ესპანეთში

“ქართული სეზონის” ეგიდით, ფონდ “იავნანასა” და ესპანეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, “TEATRO ALBENIZ”-ში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა

გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის მადრიდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ აღიარებული ქართველი შემსრულებლები – “იავნანას” დამაარსებელი პაატა ბურჭულაძე, ცნობილი სოპრანო თამარ ივერი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ბადრი მაისურაძე, მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილი, მსოფლიოს უდიდესი პიანისტი ლექსო თორაძე, ინგოშტატის ქართული კამერული ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკა მემანიშვილი, ანსამბლი “ფესვები”, სოლისტები – გივი ჭიჭინაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე და მარიამ როინიშვილი. კონცერტს, რომელიც მადრიდის “TEATRO ALBENIZ”-დან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა უძღვებოდა საქართველოში დაბადებული ესპანელი მანუელ ფაუნდეს-ბარადა. შემოსული თანხით “იავნანამ” ბინა შეუძინა ქისტაურების ოჯახს. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მადრიდის მერიის, ესპანეთში საქართველოს საელჩოს, კომპანიების: “ელიტ ელექტრონიქსის”, “ვისოლის”, “ბადაგონის”, ბიზნესმენების ბადრი კაკაბაძისა და დიმიტრი მჭედლიძის თანადგომით.

Free WordPress Themes, Free Android Games