მზია ქაჩიბაია სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს გლდანში, პატარა ვაკის დასახლებაში დაქირავებულ სახლში.მათ საცხოვრებელს წარმოადგენს ორი ხის ოთახი, სადაც პირობები კრიტიკულია. არა აქვთ ბუნებრივი აირი, იყენებენ პატარა გაზის ბალობს. წყალი მოაქვთ მეზობლისაგან. ქალბატონი მზია ამჟამად უმუშევარია, მანამდე მუშაობდა დასუფთავების სამსახურში(ნაგავსაყრელზე) დიღომში, რომელიც დაიხურა. ბავშვებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. მზია ქაჩიბაიას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული თანადგომის ქსელი, მეუღლემ მიატოვა და არანაირ დახმარებას არ უწევს. ფონდი ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

