საქველმოქმედო აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

ხვედელიძეების ოჯახი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ცხოვრობს.  ლაგოდეხის ბავშთა სახლში გაზრდილ  ნინო რუსიაშვილსა   და ზვიად ხვედელიძეს ხუთი შვილის რჩენა რთულ პირობებში უხდებათ.  შექმნილი მძიმე სოციალურ–ეკონომიურ პირობების გამო, მათი უფროსი შვილი გაგა რუსიაშვილი 2010 წლიდან  მინდობით აღზრდაში იზრდება. ოჯახის ოთხი შვილის რჩენასა და დასაქმებაში ხელს უშლის ნინოს შშმ.  სტატუსი. მას  მხედველობის სერიოზული პრობლემა აქცს, რაც მის შრომით უნარს უზღუდავს  და მხოლოდ ოჯახის და შვილების მოვლით შემოიფარგლება მისი შესაძლებლობები. ხვედელიძეების მამის ყოველდღიური შრომის მიუხედავად, მისი შემოსავალი ოჯახისათვის საკმარისი არ არის. მძიმე მდგომარეობაშია მათი საცხოვრებელი სახლიც. ვინაიდან შესაკეთებელია ჭერი და კედლები, სახლში სითბოს შენარჩუნება ვერ ხერხდება. ხვედელიძეებს  ფონდ „იავნანას“ საჯარო საახალწლო აქციის ფარგლებში აკო ახალაიასა და  „მარკეტერის“  დახმარებით შესაძლებელი გახდა 1116.5 ლარის შეგროვება და ხვედელიძეების ოჯახმა სარემონტო სამუშაოების დაწყება შეძლო.

ავსტრიაში მცხოვრები ფონდ „იავნანას“ მეგობარი მადი სერებრიაკოვას თანადგომით ნინო რუსიაშვილისა და ზვიად ხვედელიძის ხუთშვილიანი ოჯახისთვის შეძენილი იქნა ტელევიზორი, რაც ბავშვების დიდი ხნის ოცნება იყო. ფონდმა მათ ასევე გადაურიცხა დამატებით 500 ლარი სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად.

საახალწლო აქციის ფარგლებში ასევე ფინანსური დახმარება გაეწია 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს.

Free WordPress Themes, Free Android Games