თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძისა და ნიკო გომელაურის პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ნიკო გომელაურის ლექსებს მისი მეგობრები ზაალ ჩიქობავა, კახა მიქიაშვილი, რატი ამაღლობელი, ზურა ყიფშიძე, მარი კიტია კითხულობდნენ. კონცერტის დასასრულს 3 მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები.



