უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა.
პატრიარქმა მათ საჩუქრად გადასცა თანხა, რომელიც უცხოეთში მცხოვრებმა სტუდენტებმა ფონდ “იავნანასა” და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში ჩარიცხეს.

