ევროპის საუკეთესო სოლო-მომღერალმა ქეთი მელუამ საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

ევროპის საუკეთესო სოლო-მომღერალმა ქეთი მელუამ საქველმოქმედო კონცერტი გამართა

2009 წლის 14 ივლისს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ისტერნ პრომოუშენის თანადგომით ქ.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევროპის საუკეთესო სოლო-მომღერალმა ქეთი მელუამ საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა მრავალშვილიან დედას ლელა ჩილაშვილს, რომელიც 7 ბავშვთან ერთად სხვის, საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლში ცხოვრობდა.

მეორე საქველმოქმედო კონცერტი ქეთი მელუამ 2009 წლის 15 ივლისს ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ გამართა. ამჯერად საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა 7 შვილის დედას მზია ურუშაძეს.

პროექტის მედიაპარტნიორი რუსთავი 2.

Free WordPress Themes, Free Android Games