საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა 5 შვილის მარტოხელა დედას თამარ გელაშვილს.
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა 5 შვილის მარტოხელა დედას თამარ გელაშვილს.
დიდი მადლობა სადღესაწაულო ცენტრს „My Wonderland“, მათ ‘იავნანას’ მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. ბავშვების გართობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, გაიმართა ლაზერშოუ, საპნის ბუშტების წვიმა, სპეცეფექტები, საინტერესო თამაშები.
24 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში მორის ბეჟარის საბალეტო დასმა – ”ბეჟარის ბალეტი ლოზანაში” ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამოს გამართა.
სოციალური პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე 23 ოჯახი მიიღებს სხვადასხვა სახის დახმარებას, 100-ზე მეტ ბავშვს საჩუქრად გადაეცემა საოცნებო ნივთი. ამ ოჯახებმა თავიანთი ნატვრების შესახებ “იავნანას” მიწერეს, ფონდის ვებ-გვერზე გამოქვეყნებულ მათ წერილებს კი “საქართველოს ლატარიის კომპანია” გამოეხმაურა.
2014 წლის 3 ივნისს ფონდი “იავნანას” მხარდასაჭერად საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულმა აკადემიურმა ანსამბლმა “ერისიონმა” დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
ახალგაზრდა მხატვრები მშობლების მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას აწყობენ. პროექტის ავტორი – გიორგი კუხალაშვილი, მხატვარი, ორგანიზაცია “ხელოვნების ენის” თავმჯდომარე.
ფონდი “იავნანა” 2014 წლის 3 მარტს 10 წლის გახდა. საიუბილეო აქციას შუერთდნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონალური თეატრები, უმაღლესი სასწავლებლები, თბილისის მეტროპოლიტენი, ტაქსის კომპანიები, საინფორმაციო სამსახურები 09 და 08.
სუპერმარკეტების ქსელი “ფუდმარტი” და “იოლი” შემოგვიერთდა და 51-ვე მაღაზიაში განათავსებენ საქველმოქმედო ყუთებს.
2013 წლის 4 დეკემბერს ჟურნალ “ბომონდისა” და კომპანია “ართთაიმის” ერთობლივი საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა ფონდ “იავნანას” მზრუნველობისქვეშ მყოფი ბავშვების დასახმარებლად.
24 ნოემბერს, 18 საათზე დინამო არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” გორის “დილას” უმასპინძლა. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ანგარიშზე ჩაირიცხა და სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს მოხმარდება.