ირბინე ჯანმრთელობისათვის-ირბინე ქველმოქმედებისათვის

2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გრანდიოზულ ღონისძიება – თბილისმარათონი გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალით დაასრულა.

თბილისიმარათონი – ეს იყო პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათის ატარებდა. პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდითა და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ნახევარმარათონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს – მოყვარულსა თუ პროფესიონალს ჰქონდა.

მონაწილეთა რეგისტრაციიდან შემოსული თანხა – 5 ათასი ლარი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში” გადაირიცხება, რომელიც თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონების ბენეფიციარებისთვის იქნება განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ორგანიზატორმა ჰაიდელბერგცემნტმა აღნიშნული თანხა გააორმაგა და ფონდში დამატებით 5 ათასი ლარი გადარიცხა.

ჰაიდელბერგცემენტი, როგორც სამშენებლო მასალების მწარმოებელი, სოციალურ პროექტებს განსაკუთრებით იმ რეგიონებში ავითარებს, სადაც მისი საწარმოებია განთავსებული, შესაბამისად, თბილისიმარათონის საქველმოქმედო ფონდი თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებისთვისაა განსაზღვრული.

Free WordPress Themes, Free Android Games